logo
ENG



რუსეთი "სიჩუმის რეჟიმს" აცხადებს - მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება

05 მარ 202211:06
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთი "სიჩუმის რეჟიმს" აცხადებს და უკრაინულ ქალაქ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარულ დერეფნებს ხსნის. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

"დღეს, 5 მარტს, მოსკოვის დროით დილის 10 საათიდან რუსული მხარე აცხადებს სიჩუმის რეჟიმს და მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მოსახლეობის გაყვანისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს ხსნის", - აღნიშნულია განცხადებებში.

მათივე თქმით, ჰუმანიტარული დერეფნები და მარშრუტები უკრაინულ მხარესთანაა შეთანხმებული.

მარიუპოლი და ვოლნოვახა დონეცკის ოლქში მდებარეობს. უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუს სამხედროებს ორივე ქალაქი ალყაში ყავთ მოქცეული და განუწყვეტლივ ისვრიან. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ უწყვეტი ცეცხლის გამო ქალაქიდან მოსახლეობა ვერ გადიოდა და ვერც მისი მომარაგება ხერხდებოდა, რაც საბოლოოდ ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევდა. 


close დახურვა